მიწოდების პირობები
სამუშაო დღეებში დღის 12:00 საათამდე გაფორმებული შეკვეთის მიწოდება მოხდება იმავე დღეს ან 48 საათის განმავლობაში. ხოლო 12:00 საათის შემდეგ შეკვეთილი ნივთების ადგილზე მოწოდების დრო შესაძლოა გაიზარდოს მაქსიმუმ 72 საათამდე.
მიწოდების დრო – კურიერული მომსახურება მოქმედებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე.
მომხმარებლების ინტერესების მაქსიმალურად დაცვის მიზნით, კომპანიას აქვს პროდუქციის უკან დაბრუნების პირობა, რომელიც ვრცელდება შემდეგ შემთხვევებში:
- ქარხნული წუნის აღმოჩენის დროს.
- პროდუქტის მახასიათებელი არ ემთხვევა საიტზე არსებულ აღწერას და მის ვიზუალურ მხარეს.
- შეკვეთილი პროდუქცია არ ემთხვევა მოწოდებულ პროდუქტს.
ამასთანავე, კომპანია ნივთს უკან დაიბრუნებს იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი ტექნიკურად გამართულია, არ აქვს მიღებული მექანიკური დაზიანება.
რა შემთხვევაში არ ვრცელდება დაბრუნების პირობა:
- თუ პროდუქტის მიღებიდან გასულია 5 კალენდარული დღე.
- მყიდველს ნივთი აღარ მოსწონს.
- ნივთი არ ამართლებს მყიდველის მოლოდინს.
- მყიდველს არ გააჩნია ნივთის საჭიროება.
- უკეთესი შეთავაზების ნახვის შემთხვევაში.